მხოლოდ ცოდნა და ზრუნვა ქმნის ნამდვილ, გულწრფელ მასპინძლობას.

სტუმართმოყვარეობა იქმნება ზრუნვითა და გამოცდილებით

ჩვენ ვართ “ქორდიალი” / “Coredeal” საქართველოში წამყვანი კომპანია სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში, რომელიც მუდამ მზადაა, საკუთარ სტუმრებს შესთავაზოს გამორჩეული სერვისი, ხოლო ინვესტორებსა და მფლობელებს მოუტანოს ფინანსური სარგებელი.

ჩვენ ვიყენებთ პროფესიონალური მენეჯმენტის მრავალწლიან გამოცდილებას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები და ფინანსური ღირებულები იმ სასტუმროებისთვის, რომლებიც საქმეს ჩვენ გვანდობენ: ბრენდირებული სასტუმროების ფრანშიზები, ლოკალური ბუტიკ-სასტუმროები, კურორტები თუ მულტი-სასტუმრო პორტფოლიოს მქონე დაწესებულებები.

გვჯერა, რომ პროექტის დასაწყისშივე ჩართულობით ვახდენთ უზარმაზარ ცვლილებებს, რადგან გთავაზობთ სერვისების ვრცელ არჩევანს: პროექტის შემუშავება და განვითარება, ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA), გახსნამდელი მომსახურება და სასტუმროს მართვა გახსნის დღიდან.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, გავცდეთ საზღვრებს, შევქმნათ შესაძლებლობები და მიღებული შედეგები გავუტოლოთ უმაღლეს სტანდარტებს, ამას კი, ზრუნვით, სასტუმრო ტრენდების უახლესი ხედვითა და მასპინძლობის მრავალწლიანი გამოცდილებით ვაკეთებთ.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, მასპინძლობის ინდუსტრია განვავითაროთ და ავიყვანოთ სრულყოფილების დონემდე

ამისათვის კი, ქართული მასპინძლობის მდიდარი ტრადიცია უნდა ვთარგმნოთ უმნიშვნელოვანეს კომერციულ ინდუსტრიაში, დასავლური მენეჯმენტითა და გლობალური გამოცდილების სწორი სინერგიით.

თქვენს მოთხოვნებზე მორგებული მიდგომა და თქვენი საკუთრების ეფექტური მართვა არის ის, რაც ყველა იმ პროექტის წინსვლას უზრუნველყოფს, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.

ზრუნვა და რჩევა - ეს ჩვენი ფილოსოფიის ორი საფუძველია, რომელიც გამოცდილებასთან ერთად, განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ჩვენი ღირებულებები

  • · საქმეზე შეყვარებული ადამიანები, როგორც წარმატების გარანტია ·
  • · ზრუნვით მიღწეული შედეგი ·
  • · ცოდნის გამოყენება, გულწრფელ მუშაობასთან ერთად ·
  • · ვფიქრობთ სტუმარივით - ვმოქმედებთ მფლობელივით ·
  • · თვალსაჩინო გამოცდილება და სანდო პარტნიორობა ·

ჩვენი გუნდი

“ქორდიალის”/ “Cordeal”-ის აღმასრულებელი გუნდი დაკომპლექტებულია გამორჩეული ლიდერებისა და პარტნიორებისგან, რომელთაც აქვთ მასპინძლობის სფეროში უზარმაზარი გამოცდილება და ინდუსტრიაში წამყვანი შედეგების ისტორია.

გვიყვარს ჩვენი საქმე, ჩვენი გუნდი და სირთულეების თავდაჯერებულობითა და კრეატიულობით გადალახვა. უპირველეს ყოვლისა, ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომელიც განაპირობებს ჩვენი სტუმრების მომსახურებასა და ჩვენი ინვესტორებისათვის უნიკალური სერვისის შექმნას.

თამუნა გულედანი


დირექტორი

ხელმძღვანელობს კომპანიის განვითარებასა და სასტუმროს პორტფოლიოს ზრდას; ასევე წარმართავს დეველოპმენტის ახალ სტრატეგიებს, სასტუმროების მოზდივას და მესამე პირთა მენეჯმენტს;

22 წლიანი კარიერის მანძილზე,  იკავებდა გენერალური მენეჯერის პოზიციას 'Ramada'-ს, 'Ramada Encore'-ისა და “ამბასადორის” სასტუმროების ქსელში; ასევე გახლდათ ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის  'Sheraton Hotels'-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი თბილისში, ბათუმსა და ბაქოში; ჩართული იყო და ხელმძღვანელობდა მრავალი საერთაშორისო სასტუმროს გახსნას.

 

 

ბიზნესის განვითარება

ბიზნესის განხორციელებისა და განვითარების სფეროს წამყვანი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, “ქორდიალი” / “Coredeal” მფლობელებს გაუწევს კონსულტაციას ბაზრის განხორციელებადობის, კონცეფციის განვითარების, ადგილის შერჩევის, მშენებლობის, სახელდებისა (ნეიმინგის) და ბრენდინგის შესახებ.

ჩვენი მიზანია, საბაზრო ღირებულებაზე მაღალი შედეგის მიღწევა, მომხმარებლის მოთხოვნის ზედმიწევნით შესწავლით, მფლობელის დაკვეთის გათვალისწინებითა და ოპერაციული შესაძლებლობების მიხედვით შედგენილი ბიზნესგეგმის მოწოდება.

TSA & გახსნამდელი მომსახურება

“ქორდიალი” / “Coredeal” საკუთარ თავზე იღებს გახსნამდელი ყველა ისეთი აქტივობის მართვას:: მშენებლობის პროცესის მონიტორინგი, არქიტექტორებისა და დიზაინერების კონსულტირება - სასტუმროს დაგეგმარება, კეთილმოწყობა, სერვისები, IT სისტემები, მექანიკური და ელექტრო ინჟინერია.

ჩართულები ვართ საოპერაციო სტანდარტების შემუშავებასა და დამკვიდრებაში, ინვენტარის შესყიდვებში, მისასალმებელი კომპლექტის აწყობასა და სასტუმროს ტექნიკური სერვისების პროგრამების დანერგვაში.

ასევე გიწევთ IT რეკომენდაციებს და IT სერვერების / გაყიდვების პროცესების ინსტალაციის ზედამხედველობას.

“ქორდიალის” / “Coredeal”-ის გუნდი ჩართული იქნება სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებაში, წინასწარი საშტატო განრიგისა და პერსონალის დაგეგმარების პროცესებში, ახალი თამაშრომლების შერჩევასა და აყვანაში. ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ ანგარიშგების პოლიტიკას და გახსნამდელი გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიას.

 

სასტუმროს ოპერაციები

თითოეული მომხმარებლის მოთხოვნისადმი ინდივიდუალური და უნიკალური მიდგომით, “ქორდიალის” / “Cordeal”-ის მენეჯმენტის გუნდი მართავს სასტუმროს ყოველდღიურ ოპერაციებს. ამისათვის ის იყენებს მფლობელობის შეთანხმებასა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნას, რაც სასტუმროს წარმატებულობასა და მომგებიანობას განაპირობებს.

ჩვენი მიზანია, ოპერაციების ეფექტური მართვითა და ცოდნით შევამციროთ ხარჯები

გაყიდვები და მარკეტინგი

“ქორდიალის” / “Cordeal”-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდს უძღვებიან ინდუსტრიის პროფესიონალები, რომელთაც აბარიათ ხარჯების, ტრეფიკისა და შემოსავლების ზედამხედველობა ყველა სასტუმროსათვის, რომელსაც ვმართავთ.

ჩვენ გთავაზობთ ჯვარედინი გაყიდვების პროგრამებს, გაყიდვების ტრეინინგებს, ონ-ბორდინგ პროგრამებს, კლიენტების ვრცელ პორტფოლიოს, ელ. ვაჭრობას (e-commerce), ციფრულ და სხვა მარკეტინგულ აქტივობებს იმისათვის, რომ სასტუმროებს გავუწიოთ რეკლამირება, როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ ბაზარზე და მოვუტანოთ მას მაქსიმალური, მდგრადი ფინანსური სარგებელი.

არქი კოხტა ბაკურიანი

ბაკურიანი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA) & გახსნამდელი მომსახურება - მიმდინარე

 

გახსნის თარიღი: Q1 2022

Steps by Premium Group

ბათუმი, საქართველო

ბიზნესის განვითარება & გახსნამდელი მომსახურება

 

გახსნის თარიღი: Q3 2023

Sioni Lake Resort & SPA

სიონი, საქართველო

ბიზნესის განვითარება

Shaori Lake Resort

რაჭა, საქართველო

ბიზნესის განვითარების & ტექნიკური სერვისის მომსახურება

Hotel Manavi

მანავი, საქართველო

ბიზნესის განვითარება

Nukriani Hotel & Suites

ნუკრიანი, საქართველო

ბიზნესის განვითარება

სასტუმრო სანქტ პეტერბურგზე

თბილისი, საქართველო

ბიზნესის განვითარება და ტექნიკური სერვისის მომსახურება

Oval Tower

ბათუმი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა

Cube Tower

ბათუმი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა

ibis Red Ortachala

თბილისი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA) 

 

გახსნის თარიღი: Q2 2022

 

 

Super 8 by Wyndham - Isani

თბილისი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA) - მიმდინარე          

 

გახსნის თარიღი: Q1 2023

Askaneli Hotel Kvareli

ყვარელი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA) & გახსნამდელი მომსახურება - მიმდინარე

 

გახსნის თარიღი: Q1 2022

Ramada Kutaisi by Wyndham

თბილისი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA)

Kvareli Eden

ყვარელი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარფაჭერა (TSA) - მიმდინარე

 

გახსნის თარიღი: Q4 2021

Ramada Tbilisi by Wyndham

თბილისი, საქართველო

ტექნიკური მომსახურების მხარდაჭერა (TSA)

Hotel Iveria Inn

თბილისი, საქართველო

TSA და გახსნამდელი მომსახურება

Iota Hotel

თბილისი, საქართველო

TSA და გახსნამდელი მომსახურება